როგორ დავუბრუნოთ დაპატარავებულ ქსოვილს პირვანდელი სახე


დაიმახსოვრეთ ჩვენი რჩევები და არასდროს გადააგდოთ რეცხვის შემდეგ დაპატარავებული სამოსი.
თუ უნებურად შეცდით და საყვარელი სამოსი არასწორ ტემპერატურაზე და რეჟიმზე გარეცხეთ, შედეგად კი ის ისე დაპატარავდა, რომ თქვენს 4 წლის ბავშვსაც კი არ მოერგება, გულს ნუ გაიტეხთ, წაიკითხეთ ჩვენი მასალა და გეცოდინებათ, როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს.

როგორც წესი, ასეთ შედეგს იწვევს:

წყლის არასწორი ტემპერატურა

ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, რის შედეგადაც ქსოვილი დეფორმირდება

შრობის დროს ბრუნვათა დიდი რაოდენობა

შედეგად იღებთ დეფორმირებულ სამოსს

ამ დროს მთავარია იმოქმედოთ დაუყოვნებლივ, სანამ ქსოვილი ჯერ კიდევ
სველია

ჩაასხით ნიჟარაში თბილი წყალი და დაუმატეთ საბავშვო თმის შამპუნი ან თმის კონდიციონერი. რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, დაახლოებით ჭიქის მესამედი უნდა იყოს.



ჩაალბეთ ამ ხსნარში დეფორმირებული ქსოვილი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში

ამოიღეთ სამოსი ისე, რომ არ გაწუროთ და არ გაავლოთ

აიღეთ ორი დიდი ზომის პირსახოცი, ერთი გაშალეთ, მოათავსეთ ზემოდან სველი სამოსი, დააფარეთ მეორე პირსახოცი და გადაახვიეთ, რათა პირსახოცმა წყალი შეიშროს.

მის შემდეგ მოათავსეთ სამოსი მშრალ პირსახოცზე და აკურატულად, ნაზად გაწელეთ ხელით ისე, რომ დაუბრუნოთ პირვანდელი ზომები.
გააჩერეთ ასეთ მდგომარეობში გაშრობამდე და პერიოდულად ისევ გაწელეთ ხოლმე.


კომენტარები

თუ 2021-09-08 19:56
კატას ჩააცვიიი
ლალი 2020-04-22 12:58
გავლება საერთოდ არ უნდა?
მარიამი 2019-10-04 18:25
და დიდიხნის წინ დაპატარავდა ანუ სველზე ვერ ვიმოქმედებ დაუყოვნებლივ როგორ უნდა მოვიქცე?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი