გოზინაყი საახალწლო სუფრის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, ნიგოზი იაფი არცერთ ახალ წელს არ ღირს და ვისაც ბევრი გოზინაყის გაკეთება სურს, მისი საახალწლო ხარჯები ნიგვზის ხარჯზე საგრძნობლად იზრდება. ამიტომ ერთგვარი გამოსავალი იქნებ, თუ სუფრაზე მხოლოდ ნიგვზის კი არა, მიწის თხილის გოზინაყიც გექნებათ. ეკონომია რომც არ გაღელვებდეთ, მაინც გირჩევთ მის დამზადებას - მიწის თხილის გოზინაყი ნიგვზისას არ ჩამოუვარდება და ორიგინალობასაც შემატებს თქვენს საახალწლო მენიუს.
დაგჭირდებათ:
1 კილოგრამი მიწის თხილი
700 გრამი თაფლი
1 სუფრის კოვზი შაქარი
მომზადება: ღუმელში მოხალეთ მიწის თხილი. რომ გაგრილდება, კანისგან გაასუფთავეთ.
- მშობელი განყოფილება: პრაქტიკული რჩევები
- განყოფილება: დიასახლისებისთვის