როგორ გავახაროთ ჯეჯილი ერთ კვირაში - მარტივი და გამოცდილი მეთოდი

აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე ლამაზი ჯეჯილი რომ ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.


ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ არიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. გთავაზობთ ჯეჯილის გახარების გამოცდილ და მარტივ მეთოდს. გირჩევთ, ეს პროცესი ბავშვებთან ერთად წამოიწყოთ, რადგან მცენარეების შესახებ გარკვეულ ცოდნასაც შეიძენენ და ურთიერთთანამშრომლობაშიც ჩაგეთვლებათ.


1. აიღეთ 500 გრამი ხორბლის მარცვალი. გარეცხეთ, დაასხით ოდნავ შემთბარი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე.

2. დილით წყალი გადაღვარეთ, ისევ გარეცხეთ, ჩაყარეთ მინის ქილაში და თავზე დააფარეთ. დადგით თბილ ადგილას და

გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.

3. მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაავლეთ წყალი, გაანაწილეთ ლანგარზე 1-1,5 სმ სისქეზე. ლანგარი გამათბობელთან დადგით. რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.

გაითვალისწინეთ: ლანგარზე დაფენილ ხორბალს მორწყვა არ სჭირდება. მხოლოდ ზემოდან სანამავი პულვერიზატორით მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რათა არ გამოშრეს.

დაახლოებით ერთ კვირაში თქვენი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.

ამ წესით გახარებული ჯეჯილი შეგიძლიათ გასაწურადაც გამოიყენოთ. ცნობილია, რომ ჯეჯილის წვენი იდეალური საშუალებაა გასახდომად და ორგანიზმის გასაწმენდად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი