საოცარი ილეთი ბოთლით! - მთელი წელი გექნებათ მწვანე ხახვის მოსავალი!

იმას, რასაც ახლა შემოგთავაზებთ, ვერტიკალურ ბაღს უწოდებენ და ეს იდეა მართლაც გაგაოცებთ. ერთ კვადრატულ მეტრზე თქვენ იმაზე მეტი რამის მოყვანა შეგიძლიათ, ვიდრე ამას წარმოიდგენთ.
უხვი მოსავალი დროის სულ მცირე მონაკვეთში - აი, რას მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სქემას სისრულეში მოიყვანთ.

დაგჭირდებათ:
5-ლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლი
მაკრატელი
წვეტიანი მავთული
წყალში გაღივებული ხახვის ბოლქვი
გრუნტი
წყალი


პირველ რიგში დიდ პოლიეთილენის ბოთლს მოაჭერით თავი. გახურებული წვეტიანი მავთულით ბოთლს ძირში გაუკეთეთ ნახვრეტები. ეს აუციელებელია ზედმეტი ტენის თავიდან ასაცილებლად.
ბოთლს გვერდიდან გაუკეთეთ მრგვალი ან კვადრატული

ფორმის ნახვრეტები, ეს ნახვრეტები ერთმანეთისგან 10 სმ-ის მოშორებით უნდა იყოს.
ამის შემდეგ შეგიძლიათ ბოთლი გრუნტითა და ბოლქვებით შეავსოთ.

არ დაგავიწყდეთ ამ პროცედურამდე რამდენმე დღით ადრე ხახვის თავების წყალში მოთავსება. ამ პროცედურის შემდეგ ხახვი გაიკეთებს მწვანე ყლორტს, რომელიც შემდგომში თქვენს მოსავლად გადაიქცევა.
მთავარია, რომ ეს ყლორტი ბოთლის გარეთ მოექცეს. ეს არის ხახვის დათესვის მთავარი სპეციფიკა.
როდესაც ხახვის ყველა ბოლქვი დაიკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს, შეგიძლიათ დაამატოთ მიწა და დაადოთ ბოთლის მოჭრილი ზედა ნაწილი.
თქვენი ბაღი მზად არის, პირდაპირი მზის სხივები, აი, რა სჭირდება ახლა მას და თქვენი მოსავალიც არ დააყოვნებს. გისურვებთ წარმატებებს.

კომენტარები

რკო 2016-10-18 11:36
აი რა ჭკვიანები ვართ ქართველები,რათ გვინდა ჩვენ მობილურების და კოცმოცური რაკეტების გამოგონება-არ ჯობიაა ხახვი გამოვიგონოთ ახალ ამპლუაში, ამას ხომ უდიდესი ნიჭი უნდა.ვაშააააა!!!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი