მწვანე პომიდვრის სალათი, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებმა აიტაცეს

ეს სალათი 90-იან წლებშიც პოპულარული იყო - მაშინაც ზამთრისთვის ინახავდნენ ხოლმე და გაცილებით მეტს აკეთებდნენ. ინტერნეტსივრცეში სალათი კიდევ გამოჩნდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

გთავაზობთ რეცეპტს:
10 კილო მწვანე პომიდორი, 2 კილო სტაფილო, 2 კილო წითელი ბულგარული, 1 კილო მწვანე ბულგარული, 1.50 ხახვი, 500 გრამი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, მარილი, სუნელები გემოვნებით - მაგალითად, შავი პილპილი, დაფქული ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი.
ეს ყველაფერი სასურველ ნაჭრებად დაჭერით, დააყარეთ სუნელები, მოასხით 1.5 ზეთი და 500 გრამი ძმარი. აურიეთ კარგად და გააჩერე რამდენიმე საათი. შემდეგ ჩაასხით ქილებში და
გაასტერილეთ.

კომენტარები

ეთო მგელაძე , 2021-09-11 18:33
მე ასპირინითგავაკეთე ერთხელ გასტერილების გარეშე და არაფერი მოსვლია. 1 დღე-ღამე დახურულ ქვაბში გავაჩერე მერე ჩავყარე ქილებში თავისივე წვენი დავასხი და შევინახე.. უგემრიელესი გამოვიდა
მაია 2021-08-27 17:47
არადა მარილი წერია
ლალი 2020-10-16 17:38
რომ არ გავასტერილო და ასპირინი დავამატო ნეტა არ ივარგენს?
მარო 2020-10-09 08:49
ანა შენ ხომ მიხვდი რომ მარილი აკლია და დაუმატე რა! რა საჭიროა ინტრიგნობა
msia jgushia 2020-10-05 17:50
marili marto famidors moakare mera 2sts mere gadaasxi da mere danarshenebi miumate asa kargi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის

ამ ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით შეგიძლიათ გაასუფთაოთ თქვენი მანქანა ობისა და საპნის ლაქებისგან. ამ შემთხვევაში დოლურაში არაფერი დარჩება ისეთი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ნივთებს.
შესაძლოა სარეცხი მანქანა ობის გავრცელების იდეალური ადგილი აღმოჩნდეს - სწორედ ეს იწვევს უსიამოვნო სუნს. დოლურის და სხვა ნაწილების გაწმენდის მრავალი მეთოდი არსებობს; არსებობს პროფესიონალური პროდუქტები, მაგრამ ეს, როგორც წესი, უხეში ქიმიკატებია, რომელთა მოშორებაც ძნელია ერთჯერადი გარეცხვით. ეს მარტივად მოსაძიებელი და იაფი საშუალებები დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი სარეცხი მანქანა ახალივით გახდეს.
თქვენ დაგჭირდებათ:
*2 ჭიქა ძმარი;
*¼ ჭიქა საცხობი სოდა;
*¼ ჭიქა წყალი;
*2 ჭიქა მათეთრებელი;
*ჭურჭლის სარეცხი სითხე;
*საწმენდი ქსოვილი;
*ძველი კბილის ჯაგრისი ან პატარა ჯაგრისი.
*კონტეინერი თბილი წყლით.

ჯერ კარგად გაწმინდეთ სარეცხი მანქანის კარი ჭურჭლის სარეცხი საშუალების სუსტ ხსნარში დასველებული ქსოვილით. შემდეგ გაწმინდეთ რეზინის რგოლი უხეში ჭუჭყისაგან ძველი კბილის ჯაგრისით. გაწმენდის პირველ ეტაპზე ვაშორებთ დარჩენილ საპნის ქაფს და ფხვნილს. გაგიკვირდებათ, თუ რამდენი ჭუჭყიანი გროვდება ერთი შეხედვით სუფთა მინის კარზე და რეზინის ნაწილებზე. რეზინის ქვეშ კი შეიძლება ნამდვილი საგანძური აღმოაჩინოთ: ხურდები, სამაგრები, ტანსაცმლის ეტიკეტები, ჯიბეებში ჩარჩენილი წვრილმანი ნივთები და ა.შ.
დავიწყოთ დოლურის და სხვა შიდა ნაწილების გაწმენდა ძმრისა და სოდის პასტის გამოყენებით. შეურიეთ ერთმანეთს ¼ ჭიქა ფხვნილი და ¼ ჭიქა წყალი და შემდეგ დაასხით 2 ჭიქა თეთრი ძმარი. მანქანის უჯრის ყველა განყოფილება  დააფარეთ ამ პასტით. ჩაასხით 2 ჭიქა ძმარი დოლურაში და დააყენეთ ის მოკლე, ყოველდღიური რეცხვის ციკლზე ყველაზე ცხელი წყლის პარამეტრით. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მინერალური ნარჩენების და ობის ამოღებას მოწყობილობიდან. ამ პროცედურის შემდეგ მანქანაში უსიამოვნო სუნის არანარი კვალი აღარ დარჩება!
შემდეგი ტაპი საჭიროა უსიამოვნო სუნის საბოლოოდ გასანადგურებლად. ჩაასხით 2 სრული საზომი ჭიქა მათეთრებელი უჯრაში და ჩართეთ მოკლე ციკლი 40-60 გრადუსზე. (თუ ატყობთ, რომ მანქანაში არაფრის სუნი აღრა დარჩა წინა ეტაპის, ანუ ძმრით დამუშავების შემდეგ, შეგიძლიათ ეს ეტაპი გამოტოვოთ.)

ციკლის დასრულების შემდეგ, ჩართეთ დამატებითი რეცხვის რეჟიმი, რათა სრულად ჩამოირეცხოს დარჩენილი მათეთრებელი. 
და ბოლოს, კვლავ გაწმინდეთ ლუქი, დოლურა და სარეცხი მანქანის კარი თბილ წყალში დასველებული ქსოვილით. ამის შემდეგ თქვენი მანქანა სისუფთავით იბრწყინებს.
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი