როგორ უნდა მოამზადოთ "ნიყვი" და რით არის ის გამორჩეული სხვა სოკოებისგან

სოკო „ნიყვი“ ბოლო დროს სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდა. რატომ გაიხსნეს ის მაინც და მაინც წელს, ძნელი სათქმელია. თუმცა ნიყვი მართლაც უგემრიელესი სოკოა. საკმაოდ იშვიათად გვხვდება და ამიტომ მისი ფასი 50 ლარსაც აჭარბებს.

ნიყვი წიფლნარში და მუხნარში იზრდება. მისი სეზონი აგვისტო- სექტემბერია. ამოდის ნოტიოიან ფერდებზე და ხავსიან ბორცვაკებზე. ქუდი მოწითალო ფორთოხლისფერია, ფეხი ღია ყვითელი, ფეხზე აქვს გარშემორტყმული თხელი თეთრი ან მოყვითალო არშია. ძირში კი თეთრი თოფრაკია. ნიყვის ქუდის ზომა ზოგჯერ 25 სანტიმეტრს აღემატება.
შედარებით უხვად მოიპოვება
დასავლეთ საქართველოში. ბაღდათში, რაჭა- ლეჩხუმსა და ოკრიბაში. მიირთმევენ ძირითადათ შემწვარს

სავარაუდოდ, ნიყვის ასეთ გაპოპულარულებას მისი ქალაქის ბაზარზე გამოჩენაც მოჰყვება. თუ სადმე გადააწყდით, მის შეძენაზე უარს ნუ იტყვით. რა ტქმა უნდა, მისი მომზადებაც უნდა იცოდეთ.
გთავაზობთ ნიყვის მომზადების რამდენიმე ხერხს, რომლებსაც შედარებით გამოცდილი ინტერნეტმომხმარებლები რამდენიმე დღეა ერთმანეთს უზიარებენ.



„ქათმის ხორცივითაა. ყველაზე მეტად კარაქი და შეწვა უხდება. დანარჩენი ვის როგორ უყვარს. პირადად მე ბევრნაირად მაქვს ნაცადი, ჩახოხბილიც კი მაქვს გაკეთებული და ვაღიარებ, შებრაწული კარაქით ყველაზე გემრიელია“


"გარეცხეთ, დააწყვეთ საცხობ ლანგარზე ამოტრიალებული ქუდებით, მოაყარეთ ცოტა მარილი და ღუმელში შეწვით. ასე გაიგებთ მის გემოს. დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია, კარგავს თავის გემოს".

„თუ გინდათ ნიყვის გემო იგრძნოთ, მარტო
ხახვში შეწვით“

„ჩახოხბილი ისეთი გამოდის ხორცისგან შეეიძლება ვერც გაარჩიო, შემწვარიც უგემრიელესია, ისე მაგის ძირითადი სამშობლო როკოთის უღელტეხილის იმერეთის მხარეა, რაჭაშიც კარგად მოდის და საინტერესო ისაა, რომ ვერანაირად სათბურში ვერ შეძლეს მისი მოყვანა!“

„ წვავთ კარაქში და ასხამთ ნიორწყალს. უკეთესი რეცეპტი არ არსებობს“ - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

სხვათა შორის, ნიყვს უმადაც მიირთმევენ. ამარილებენ, პილპილს ამატებენ და თერმული დამუშავების გარეშე მიირთმევენ.

კომენტარები

მახო 2023-10-24 13:02
ნიყვი ძალიან დამაინტერესა ასე 7-8 წლის წინ, ვიყიდე რიკოთზე, შევწვი. გემრიელი სოკოა, მაგრამ რაც ფასი გადავიხადე, აშკარად არ ღირდა (25 ლარი). მაგაზე გაცილებით გემრიელია დათვის სოკო (белый гриб). ძირითადად პიარია. თანაც ამტკიცებენ, რომ მხოლოდ რაჭა-იმერეთში იზრდება. კახეთშიც არის. რამდენი მდღის წინ ბაზარში ქონდათ აქეთ იყო დაკრეფილი.
სპარტაკი 2021-10-10 17:21
ივლისის ბოლოდან აგვისტოში და შემოდგომაზე სექტემბრის შუა რიცხვებიდან,ამოდით სოფ. რცხილათში,ჭიათურის მუნიციპალიტეტი და არ ინანებთ.????
ზ.კალორია 2018-11-25 01:42
როგორ არ მიყვარს საჭმელზე რომ იდორბლებიან ხოლმე.
ტოჟე მნე 50 ლ. სოკოა რა.
დამბალხაჭოსი არ იყოს აყროლებული ფსლისგემო ჰქონდა ქვეყნის ფული მივეცი.
ddd 2018-09-07 13:34
რა გააჭირეთ საქმე ამ ნიყვით.რაც ბავშვობაში მიკრეფია და მიჭამია ორდენი მეკუთვნის.ნიყვია რა.არ შეიძლება ესე გაბუქება.ანდა რა არის ეს რეცეპტები,როგორც მზადდებოდა ადრე ისევე მზადდება ეხლაც.
ნინო 2018-09-06 16:16
კარაქში შეწვა და მირთმევა ერთია-უგემრიელესია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი