არსებობენ დიასახლისები, რომლებსაც წლების განმავლობაში ძირითადად სახლის წესრიგსა და სისუფთავეზე არიან ორიენტირებულნი. ასეთი ქალბატონები თავისდაუნებურად, თავიანთი დიდი გამოცდილების წყალობით, ისეთ აღმოჩენებს აკეთებენ, რომლებიც ბევრად აიოლებენ სახლის საქმეებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ აღმოჩენას გაგიზიარებთ. ეს პატარა ხრიკი დაგეხმარებათ სახლში მეტად იგრძნოთ სისუფთავე და კომფორტი. ეს ხერხი განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვისაც სახლში ძაღლი ან კატა ჰყავს. ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ხომ ხშირად თავისებური სუნი ასდით, ამ სუნის მოშორებაში ეს მეთოდი დაგეხმარებათ.
მტვერსასრუტი თითქმის ყველა ოჯახშია და ყველა დიასახლისმა იცის, რომ შეწოვილი მტვერი სპეციალურ ჭიქაში
ფხვნილი მტვრის მოსაგროვებელ კონტეინერში ან ტომარაში უნდა ჩაყაროთ, 2-3 სუფრის კოვზი საკმარისი იქნება. დალაგების შემდეგ სახლში სასიამოვნო არომატი დიდხანს დარჩება.
ამ მეთოდმა რომ უკეთ იმუშაოს, ფხნილი მაშინ ჩაყარეთ, როცა მტვრის კონტეინერი ახალი გასუფთავებულია. მომდევნო გამორეცხვამდე, ეს ფხვნილი თავის საქმეს გააკეთებს.
ვისაც ექსპერიმენტები უყვარს, მას ფხვნილთან ერთად შეუძლია რომელიმე სუნამოში დასველებული ბამბის დისკიც ჩააგდოს. ამიტ სახლში უკეთესი სურნელი დატრიალდება.
- მშობელი განყოფილება: პრაქტიკული რჩევები
- განყოფილება: დიასახლისებისთვის