რატომ უნდა გარეცხოთ ყოველთვის ახალი სამოსი შეძენის შემდეგ

მაშინაც კი, თუ მაღაზიაში ახალ, გაუხსნელ ნივთს შეიძენთ, რომელიც არავის მოუსინჯავს, გარეცხეთ, ვიდრე ჩაცმას გადაწყვეტთ.

აი, რატომ:

ახალი ნივთების დამუშავების ციკლი

ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, თუ რა ახლავს ქსოვილს, რომლისგანაც ჩვენი სამოსია შეკერილი. ის ხომ მაღაზიაში მოხვედრამდე დამუშავების რამდენიმე ციკლს გადის.

ციკლი პირველი - გათეთრება
თავდაპირველად ყველა ნატურალური ქსოვილი ჭუჭყიანი-ყავისფერია. მას ამუშავებენ ქლორში, წყალბადის პეროქსიდში, მჟავებში ან სხვა მათეთრებელ ნივთიერებაში, რათა ბუნებრივი ფერი დაკარგოს. შემდეგ აშრობენ. ქსოვილზე კი ნაზავის ნაწილაკები რჩება.
თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ და ამ ქსოვილისგან ახლად შეკერილ
სამოსს მოირგებთ, კანი გაღიზიანდება. შესაძლოა მძიმე დერმატიტამდეც მიხვიდეთ.

ციკლი მეორე - შეღებილი ქსოვილი და მასზე დატანილი ფერადი ნახატები
პროცედურა იგივეა. სველი საღებავით იღებება ქსოვილი, რის შემდეგაც მას აშრობენ. რაც უფრო ფაქტურული და მსხვილია ქსოვილი, მეტია მასზე დარჩენილი საღებავის მიკრონაწილაკები.

ციკლი მესამე - გაყიდვის წინა სამზადისი
მზა სამოსი, ყველაზე ნატურალურიც კი, მტვრისგან რომ არ დაიფაროს და არ გაფუჭდეს, მაღაზიაში მიტანამდე ხვდება ჩინურ კონტეინერში, სადაც სპეციალური ქიმიური ნივთიერებებით ამუშავებენ.

ვიდრე მზა სამოსი თქვენს ხელში აღმოჩნდება, ქსოვილს ერთხელაც არავინ რეცხავს. ის მხოლოდ სხვადასხვა ნივთიერებებითაა გაჟღენთილი, რასაც თქვენი კანისთვის არავითარი სარგებელი არ აქვს.

ამიტომ, როგორც არ უნდა გინდოდეთ შეძენისთანავე ახალი კაბის მორგება, უმჯობესია თავდაპირველად გარეცხოთ.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი