რატომ უნდა დავახუროთ უნიტაზს თავსახური - სპეციალისტების ახსნა

ძალიან ხშირად ეს ერთი შეხედვით პატარა დეტალი წყვილს შორის სერიოზულ კამათში გადაიზრდება ხოლმე. ზოგს გონია, რომ ეს დიასახლისის ახირებაა, თუმცა ასე როდი გახლავთ საქმე. აი, რატომ უნდა დაახუროთ თავსახური უნიტაზს, როგორ ხსნიან ამას სპეციალისტები.

პირველი უნიტაზი დაახლოებით 450 წლის წინ გამოიგონეს დედოფალ ელისაბედ პირველისთვის. თავსახური მოგვიანებით გამოჩნდა, სავარაუდოდ უსიამოვნი სუნის თავიდან აცილების მიზნით, რათა ის სამეფო აპარტამენტებს არ მოდებოდა.

თუმცა საქმე მარტო უსიამოვნო სუნში როდია. ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჩაატარეს კვლევა, რის შემდეგც დადგინდა, რომ უნიტაზის წყლით ჩარეცხვის შემდეგ უნიტაზის
კედლებსა და ზედაპირზე მიკრობები კიდევ დიდხანს რჩება. საქმე ის არის, რომ თუ საპირფარეშო და აბაზანა ერთად გაქვთ, მიკრობები შესაძლოა დარჩეს პირსახოცზე, კაფელზე, კბილის ჯაგრისზე და ა.შ., ერთი სიტყვით ყველაფერზე, რაც უნიტაზთან ახლოს მდებარეობს.
კვლევის თანახმად, ჩარეცხვის დროს მიკრობები 2 მეტრის მანძილზე ვრცელდება წყლის შხეფების საშუალებით.

როგორ მოვიქცეთ?

დააფარეთ უნიტაზს თავსახური. თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გიწევთ საპირფარეშოთი სარგებლობა, ეცადეთ ჩარეცხვის დროს უნიტაზს მაქსიმალურად მოშორდეთ, რათა ტავიდან აირიდოთ მილიონობით ბაქტერიის მოხვედრა თმაზე, ტანსაცმელზე, ხელსა თუ სხეულის სხვა ნაწილზე.

სახლში კი ეცადეთ პირადი ჰიგიენის ნივთები, კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, პირსახოცი და სხვა უნიტაზისგან მოშორებით მოათავსოთ. რაც მთავარია, ჩარეცხვის დროს დაახურეთ უნიტაზს თავსახური და დახურეთ საპირფარეშოს კარი.

კომენტარები

ამიგო ჭკადუა! 2022-12-31 21:01
მოისაქმე? უნიტაზს დაახურე თავზე, გამოდი ტუალეტიდან და გარეთ კარებზე, სპეციალურად მოწყობილი კნოპით, ჩარეცხე უნიტაზი, არის მეორე ძალიან მარტივი ვარიანტი. სჭიროების დროს, დაუკაკუნე პირდაპირ მეზობელს, ვითომ ყავის დალევა გინდა, შედი მეზობლის ტუალეტში. ყავასაც დალევ, კიდეც მოისაქმებ და მეზობელიც მადლობელი იქნება. სხვა დროს მოიმიზეზეთ ჩაის დალევა, ან ქართული ენიდან რუსულ ენაზე რაღაც მოკლე ტექსტის თარგმნა, ან რაღაც ახალი ამბის მოყოლა და ა.შ. დღეში ორჯერ რომ შეხვიდე, სხვადასხვა ორ-სამ მეზობელთან, ეს სავსებით საკმარისია და თქვენი უნიტაზიც იქნება სულ სუფთა, გაკრიალებულ მდგომარეობაში.
სამეგრელოს შვილი, ამიგო ჭკადუა, მეუღლესთან ერთად.
nina 2022-04-19 20:44
კარგით რააა,ეს ხომ ელემენტარულია,ამას ბეჭდავთ?მეტი საქმე არ გაქვთ,?
ng 2020-04-15 14:19
ყოველთვის უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია ქლორით ან შესაბამისი ხსნარით ყოველი ხმარების წინ და შემდეგ. აი უსაფრთხორბა. ჩასვრილ უნიტაზს გინდ დააფარე გინდ არა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი