როგორ მოვაცილოთ ქსოვილს მანიკური?

ბევრი ქალბატონისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც მანიკური ქსოვილზე გვეღვრება, ან ახლადწასმული ლაქით შემთხვევით ვეხებით ტანსაცმელს, მაგიდის ტილოს და ბევრ ისეთ ქსოვლის, რომლისგანაც ლაქსის მოცილება შემდეგ ძალიან გვიჭირს, უფრო მეტიც, ხშირად ვფიქრობთ, რომ დივანზე ან საყვარელ პერანგზე ფრჩხილის ლაქის დაღვრით ყველაფერი გავაფუჭეთ და დალაქავებული ნივთი თავიდან უნდა მოვიცილოთ. მიუხედავად ჩვენი სკეპტიკური განწყობისა, როგორც აღმოჩნდა გამოსავალი არსებობს და სინამდვილეში ადვილად შეგვიძლია ქსოვილს მანიკური მოვაშოროთ.

ნაბიჯი 1
დადეთ მანიკურით დალაქავებული ქსოვილი დასვრილი მხრიდან რამდენიმე ქაღალდის პირსახოცზე. შეღებილი ქსოვილის ნაწილი აუცილებლად უნდა ეხებოდეს პირსახოცებს. ეს
მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ახლადწასმული, ასევე ქსოვილზე გამხმარი ლაქის მოსაცილებლად.
აღნიშნული მეთოდის გამოყენება კარგ შედეგს იძლევა, როგორც ბამბის, აბრეშუმის, ჯინსის ასევე სხვა ქსოვილებზეც.

გაითვალისიწინეთ, თუ ქსოვილი შეიცავს აცეტატს ან ტრიაცეტატს, მაშინ ლაქების მოსაცილებელი მას გაგიგუჭებთ.

ნაბიჯი 2

იმისათვის, რომ ლაქა მოვაცილოთ აცეტონით, დაგვჭირდება ბამბის ტამპონი, ან ქაღალდის პირსახოცი, რომელიც გაჟღენთილია აცეტონით. შემდეგ დაასველეთ ლაქა ქსოვილის უკანა მხრიდან, ამ ფორმით ის გადაინაცვლებს ქსოვილიდან ქაღალდის პირსახოცზე.

ნაბიჯი 3

რამდენჯერმე ჩამორეცხეთ მანიკურით დალაქავებული ქსოვილი ნიჟარაში, შემდეგ დადეთ ქაღალდის პირსახოცზე. ეს პროცედურა გაიმეორეთ იმდენჯერ, სანამ ლაქა ბოლომდე არ მოსცილდება ქსოვილს. თუ ხედავთ, რომ ცოტა ფერი მაინც დარჩა, მაშინ გაჟღენთეთ ბამბის ტამპონი აცეტონში და ფრთხილად ამოიღეთ დარჩენილი მანიკურის ლაქა ქსოვილიდან.

ნაბიჯი 4
ქსოვილიდან ლაქის მოცილების შემდეგ გარეცხეთ ის იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც დატანილია მასზე.


მოამზადა რუსკა კილასონიამ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი